კომპანია „ქართული ღვინოები“ დაარსდა 2004 წელს.

კომპანიის საკუთრებაშია 2005 წელს გაშენებული 40 ჰექტარი საფერავის ჯიშის ვენახი კახეთში ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში.

ვენახი მდებარეობს დამშრალი მდინარის, ზანგაურას კალაპოტში, რაც ყურძენს და შემდგომ ღვინოს განუმეორებელ  სურნელს და გემოს სძენს.

ალაზნის ველზე, ვენახში მდებარე ძველი მარნიდან იშლება კავკასიონის ულამაზესი ხედები. მარანში ღვინის დაყენება ხდება როგორც ქვევრებში ტრადიციული მეთოდით, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.