ჩვენ შესახებ

„ქართული ღვინოები“ დაარსდა 2004 წელს.  2005 წელს გავაშენეთ  40 ჰექტარი საფერავის ჯიშის ვენახი ყვარლის რაიონში, სოფელ ახალსოფელში.

ვენახი მდებარეობს პატარა ნკადულების , ზანგაურასა და ინაბოტს შორის, რაც ყურძენს და შემდგომ ღვინოს განსაკუთრებულ სურნელს და გემოს სძენს.

ალაზნის ველზე, ვენახში მდებარე ძველი მარნიდან იშლება კავკასიონის ულამაზესი ხედები. მარანში ღვინის დაყენება ხდება როგორც ქვევრებში ტრადიციული მეთოდით, ისე თანამედროვე ტექნოლოგიებიც.

დღეს, კომპანია გთავაზობთ თეთრი და წითელი ღვინის დიდ არჩევანს: საფერავი(ქვევრის,  მუხის კასრში და ევროპული წესით დაყენებული წითელი და ვარდისფერი),რქაწითელი,ქისი, ხიხვი,კრახუნა,ციცქა-ცოლიკოური, ჩინური-გორული მწვანე.

ჩვენი ვენახის ღვინოები ძირითადათ “ერთი ვენახის”  მამულის ღვინოებია, რაც ღვინის წარმოების მთელ პროცესში ყურძნის მოყვანიდან დაწყებული და  ბოთლში ღვინის ჩამოსხმით  დამთავრებული, ხარისხზე პასუხისმგებლობას და კონტროლს გულისხმობს.

შეგვეხმიანეთ